ბოლო სიახლეები

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოწამვლა სცადა – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ქალი კანადისა და აშშ-ის საზღვარზე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ვაშინგტონის პროკურატურა ბრალის წარდგენისთვის ემზადება.

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს.

გამოძიებას ფედერალური საგამოძიებო ბიურო აგრძელებს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...