ბოლო სიახლეები

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაიზარდა.

მთავრობის საგარეო ვალის დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია და ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელი, რამდენადაც 2020 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის 6.1 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს.

რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.2 მილიარდ ლარს (1.5 მლრდ აშშ დოლარი) შეადგენდა, შესაბამისად, საგარეო ვალის აღნიშნული მაჩვენებლით გადაიბარა ხელისუფლება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

რაც შეეხება 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 6.6 მლრდ ლარით (3.9 მლრდ აშშ დოლარი) განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი გაორმაგდა.

ამასთან, 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 2012 წელთან შედარებით, შესაბამისი თარიღისთვის არსებული სავალუტო კურსის გათვალისწინებით, მთავრობის საგარეო ვალი გასამმაგებულია და 19.9 მლრდ ლარს (6.5 მლრდ აშშ დოლარს) შეადგენს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...