ბოლო სიახლეები

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

ყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით.

აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწარფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...