ბოლო სიახლეები

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ქალაქის გასასვლელთან მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მას მრავლობითი ტრავმები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...