ბოლო სიახლეები

ტრაგედიად ქცეული დაბადების დღე გორის მუნიციპალიტეტში – ,, 22 წლის გოგო, რომელსაც სამი თვის შვილის დარჩა, დედამ გარდაცვლილი იპოვა”

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას სავარაუდოდ გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

,, გარდაცვლილი ფლავში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯხის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, სამი თვის ბავშვი ჰყავდა. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღით, როდესაც გარდაიცვალა, სტუმრები ჰყავდათ, მშობლები ჩამოვიდნენ ერთ-ერთი სოფლიდან და გარდაცვლილის დედას ბავშვის ტირილი ესმოდა, სავარაუდოდ შიოდა, რომ შევიდა სახლში 22 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდა” – ამბობს dianews.ge-სთან საუბრისას სოფლის წარმომადგენელი

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...