ბოლო სიახლეები

5 მიზეზი ავტო სესხისთვის

საბანკო სერვისებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მიზნებროვი სესხია. ეს პროდუქტი შეიქმნა მათთვის, ვინც ზუსტად იცის ფულად ვალდებულებას რა მიზნით იღებს, მარტივად რომ ვთქვათ სესხს იღებს სპეციალურად რაღაც კონკრეტულის შესაძენად.

მარტივი გამოსაცნობია, რომ ავტო სესხი ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი სესხია.

  1. ავტომობილი როგორც უზრუნველყოფა

ავტო სესხის აღებისას, ავტომობილი თქვენს მფლობელობაშია, შესაბამისად თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ქონების მოძიება ამ სესხის უზრუნველსაყოფად. ეს საკმაოდ მოსახერხებელია რადგან ეს სესხი არ იქონიებს გავლენას სხვა ფინანსურ საკითხებზე.

  1. ავტომობილი შემოსავლის წყარო

ყველაზე ოპტიმალური, ავტო სესხი იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც შემოსავლის წყაროდ უნდა გამოიყენონ შენაძენი. სასურველია ამ ინფორმაციის მიწოდება, ასე იზრდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობა ბანკის თვალში, რაც ზრდის სესხის მიღების შესაძლებლობას.

იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი მომხმარებლის საკუთრებაშია, ის თავისუფლად შეიძლება იქცეს შემოსავლის წყაროდ, გამოყენებულ იქნეს ბიზნესში და ა.შ.

  1. თანხის შეგროვება

თანხის შეგროვება ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე სესხის გადახდა, მითუმეტეს თუ მომავალი ავტომობილი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.  ავტო სესხი სწორედ მათთვისაა ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს ერთიანად ან დაელოდოს თანხის შეგროვებას.

  1. დრო

თანამედროვე ცხოვრების რიტმში, დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს, სხვა სესხებთან შედარებით ავტო სესხი გამოირჩევა სისწრაფით, ახალი ავტომობილის მფლობელი შეიძლება რამდენიმე წუთში გახდეთ. სხვა ტიპის სესხებთან შედარებით, ან თუნდაც სესხის გარეშე ავტომობილის შეძენასთან შედარებით, ავტო სესხი ბევრად ნაკლებ ენერგიას და დროს მოითხოვს.

  1. ახალი ავტომობილი

ავტო სესხის აღებისას, მნიშვნელოვანია თქვენ მიერ არჩეული ავტომობილი იყოს წლოვანებით შედარებით ახალი და ტექნიკურად გამართული. ბანკი თავადაც ზრუნავს იმაზე, რომ ეს ინვესტიცია სწორი და წარმატებული იყოს. მართალია საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მომხმარებელზეა, მაგრამ ავტო სესხის შემთხვევაში უფრო დიდი შანსია სწორად აარჩიოთ ავტომობილი და წარმატებული შენაძენი იყოს.

საერთო ჯამში ავტო სესხი სრულყოფილი პროდუქტია მათთვის ვისაც სურს უკეთეს მომავალში ინვესტირება. როგორც კი ავტომობილი მომხმარებლის მფლობელობაშია, იწყებს შენაძენით ტკბობას, ან მუშაობას, ხოლო გადახდა გრძელდება სასესხო შეთანხმების შესაბამისად.

ძალიან მნიშვნელოვანია ავტო სესხისთვის აირჩიოთ სანდო ბანკი, რომელსაც აღნიშნული პროდუქტი პრიორიტეტულად მიაჩნია და ბევრ საინტერესო შეღავათს სთავაზობს მომხმარებელს. გახსოვდეთ რომ ბანკს რომელსაც აირჩევთ, საკმაოდ დიდი ხნით უკავშირდებით ფულადი ვალდებულების სახით და აუცილებლად უნდა იცოდეთ დეტალურად მის მიერ შეთავაზებული პირობები.

®

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...