ბოლო სიახლეები

გაიგე მეტი PS5-ის შესახებ

Sony-ს სრულიად ახალი, შემდეგი თაობის ნანატრი კონსოლი სულ მალე გამოვა. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ დაგეგმვა რომელ თამაშებს და აქსესუარებს შეიძენთ თქვენი ახალი გასართობისთვის.

ახალი კონსოლი ვიზუალურადაც განსხვავებული იქნება წინა თაობის PlayStation-ებისგან. შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი ექსტერიერი კოსმოსურ განწყობას შეგიქმნით. Sony-მ უკვე დაადასტურა PS5-ის ერთზე მეტი ვერსიის გამოშვება, თუმცა საინტერესო ისაა რომ წელს PS5-ს ციფრულ, მარტივ ვერსიასაც ვნახავთ, რომელიც დისკების გარეშე იმუშავებს.

ორივე კონსოლი იქნება ძალიან მძლავრი. PS5 და მისი ციფრული ალტერნატივა აღჭურვილია  AMD Zen- ზე დაფუძნებული CPU- ით  8 ბირთვით 3.5 გჰც, 16 გბ GDDR6 მეხსიერებით და ჩვეულებრივი RDNA 2 AMD GPU. მოკლედ რომ ვთქვათ თამაშის მოყვარულთათვის ამაღელვებელი სიახლეა.

ორივე აღნიშნული მოდელი იტენება USB-ით, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარების გამოყენება, მაგალითად: HD კამერა, ახალი PS5 უსადენო ყურსასმენი და დისტანციური პულტი. დიზაინი, როგორც უკვე ვახსენეთ იმდენად უცნაური და განსხვავებულია, აზრთა სხვადასხვაობასაც კი იწვევს. ახალი დიზაინი ერთმნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედი სავი ყუთებისგან.

მნიშვნელოვანია ამ მოდელის სწრაფად ჩამოტვირთვისთვის განკუთვნილი  SSD. 828 GB-ზე ჩაშენებული შიდა მეხსიერება. ეს ნაკლებია ვიდრე Xbox Series X-ში თუმცა იგივე შედეგით. ეს მონაცემები დეველოპერებს მისცემს საშუალებას გაზარდონ თავიანთი ვირტუალური სამყაროები რადგან არ იქნებიან შეზღუდული კონსოლერის მეხსიერებით. ასევე SSD გამოირჩევა მონაცემების გამტარობით, ანუ მეხსიერება არასაჭირო მონაცემების დიდი ნაწილით აღარ გაივსება.

PS4-ის თამაშები ჩვეულებრივად იმუშავებს PS5-ზე თუ HDD-ში შეინახავთ, ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ SSD-ს ძვირფასი მეხსიერების გამოყენება.

PS5 ყველაფერთან ერთად გამოირჩევა 3D აუდიო მხარდაჭერით და მოყვება ახალი გეიმპედი, რომელსაც Sony უწოდებს DualSense PS5 და არა DualShock 5 როგორც ყველა ელოდა. Dualshok4 იმუშავებს PS5-ზე, მაგრამ მხოოდ PS4-ის თამაშებზე.

თამაშის მოყვარულებისთვის ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, 19 ნოემრიდან კი ხელმისაწვდომი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაველოდოთ ქართულ ბაზარზე ახალი კონსოლერის შემოსვლას და ქართველი მომხმარებლების გამოხმაურებებს.

®

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...