ბოლო სიახლეები

ათონის მთაზე 8 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა და მომლოცველების შესვლა აიკრძალა

ათო­ნის მთა­ზე, რამ­დე­ნი­მე მო­ნას­ტერ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბია, თუმ­ცა, რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერთ, წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში, ვირუ­სის სულ მცი­რე, 8 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი კი ბე­რე­ბი არი­ან.

წმინ­და პავ­ლეს მო­ნას­ტერ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ტა­ძა­რი ათო­ნის მთა­ზე, სა­დაც კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ათო­ნის მთა­ზე მომ­ლოც­ვე­ლე­ბის ვი­ზი­ტი იკ­რძა­ლე­ბა. ად­გილ­ზე ჩას­ვლას გეგ­მა­ვენ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...