ბოლო სიახლეები

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების კვლავ გადადებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში ცვლილებებს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის.

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს იქიდან გამომდინარე, თუ რამე ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ყოველთვის ცოცხალი პროცესია და ამაზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო რეკომენდაცია რაც იქნება, ის აისახება პროტოკოლში. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რამე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა. თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ“ – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და სოფელში სწავლა დისტანციურად 15 სექტემბერს განახლდა. პირველ ოქტომბერს კი, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...