ბოლო სიახლეები

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თვითიზოლაციაშია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თვითიზოლაციაშია, რის გამოც კვირის ბოლოს დაგეგმილი საბჭოს სხდომა გადაიდო. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პრესმდივნის ინფორმაციით, შარლ მიშელის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. დარენ მაკფრეის განცხადებით, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც ის თვითიზოლაციაში გადავიდა.

პრესმდივნის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შარლ მიშელისთვის ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...