ბოლო სიახლეები

მკვლელი მსხვერპლების დაკრძალვაზეც იყო – სასტიკი მკვლელობისა და შურისძიების ამბავი, რომელმაც სოფელი შეძრა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მცხეთიჯვარში ძმები დევაძეები მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ.

უფროსი – გია დევაძე „ცალხელა გიას“ სახელით იყო ცნობილი, ვინაიდან მარჯვენა ხელის მტევანი ჰქონდა მოწყვეტილი. უმცროს ძმას ამირანი ერქვა. 

მათ რამდენიმე ადამიანისგან შექმნეს ჯგუფი და თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ…

თუმცა, სოფელში ძმებს სრულიად სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. გიას არსენა მარაბდელს ადარებენ – მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდაო. რომ დაიჭირეს, ხალხი ფულს და ხელმოწერებს აგროვებდა – იქნებ ციხიდან დაეხსნათ, ან დახვრეტის მუხლი მაინც არ მიეყენებინათ, რადგან ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან, თავისი ძმასავით გარეწარი არ იყო ეგ ბიჭიო. გია ციმბირში გადაუსახლებიათ და დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია.

„პრაიმტაიმი“ ჩავიდა იმ სოფელში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ და ასევე სოფელ ქინძათში, სადაც უმცორსმა ძმამ საშინელი მკვლელობა ჩაიდინა. ადგილობრივებს არ სურთ ამ ამბის გახსენება, მიუხედევად იმისა, რომ მკვლელობიდან 30 წელია გასული.

დედა-შვილის მკვლელების ლინჩის წესით გასამართლების მონაწილენი დღესაც ცოცხლები არიან და ამ სოფელში ცხოვრობენ. მიზეზიც ეს გახლავთ, რის გამოც ყველა დუმს.

ახლა თავად ამბავი, რომელსაც სოფლის გამგებელი, იაგო ქიტიაშვილი გვიყვება:

„1992 წლის თებერვალში, სოფელ ქინძათში მეზობელმა 28 წლის გულო თედიაშვილისა და მისი 14 წლის ვაჟის დანით დაჩეხილი გვამები აღმოაჩინა.

ქალი ქვრივი იყო, სოფელ მცხეთიჯვარში, ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა, 14 წლის ბიჭი ჰყავდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, რუსეთში ჰყავდა ნახევარძმა და დამოუკიდებლად დადიოდა მასთან. ბიჭი იმ საღამოს მდგარა ბირჟაზე და საკმაოდ გვიან დაბრუნებულა შინ. როგორც ჩანს, იქ დახვდნენ მკვლელები და ესეც მოკლეს, რადგან მოწმე არ დატოვეს ცოცხალი.

სოფელში თუ ვინმე ციხეში იყო ნაჯდომი, ყველას ჰბრალდებოდა ეს მკვლელობა. იმ ოჯახის ბიძაშვილი იყო ერთ-ერთი, ვისაც ხელს ადებდნენ. მილიციამ წაიყვანა კიდეც და მაგარი ნაცემი მოვიდა უკან.

საქმეზე ძიება დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარში გახსნეს. იყო ხაშურში ასეთი პროკურორი, ლენა კაპანაძე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის მაგ საქმის გახსნაში. მკვლელები აღმოჩნდნენ მცხეთიჯვრელი ამირან დევაძე (ცალხელა გიას ძმა) და წაღვლელი გოჩა ლომიძე.

მკვლელები ხაშურის მილიციაში გადაიყვანეს და როგორც ვიცი, დაკითხეს კიდეც. დანაშაული ორივემ აღიარა.

გამთენიისას ქინძათელები მიადგნენ მილიციას ე.წ „ლაფეტით“. არ ვიცი, მილიციელები დაიმალნენ, ამათმა გაკოჭეს თუ ძალოვნებმა თვალები დახუჭეს და არ გაუწიეს წინააღმდეგობა, მაგრამ ფაქტია, რომ მიაღწიეს მკვლელების საკნამდე, გამოათრიეს, „ლაფეტზე“ დააბეს და ისე ჩამოიყვანეს ქინძათამდე.

მერე სოფლის ცენტრში ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ცოცხალ-მკვდრები ტრაქტორზე გამოაბეს, სოფლის შემოსასვლელთან ჩაათრიეს, ტრაფარეტზე ჩამოკიდეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლწაკიდებულ ლომიძეს უთქვამს, დევაძესთვის – რა გინდოდა, რა შარში გამხვიეოგანაგრძეთ კითხვა

წყარო: PrimeTime

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...