ბოლო სიახლეები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 34 თბილისს, ერთი კი დუშეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – ოთხი, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – ოთხი, აქედან ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში, დუშეთში – ერთი, ზუგდიდში – ორი“ – აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი, გარდაიცვალა 24.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...