ბოლო სიახლეები

აჭარაში შესაძლოა არჩევნები ჩაიშლოს – ინფექციონისტები საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ

ეპიდემიოლოგები აჭარაში საარჩევნო პროცესის ჩაშლის საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ. სპეციალისტები მსგავსი სცენარით მოვლენათა განვითარებას იმ შემთხვევაში პროგნოზირებენ, თუ რეგიონში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდება.

“მატება გვაქვს, რაც ქმნის რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა მას რამდენად გაუძლებს. ლოკალურად აჭარაში და ბათუმში მიმდინარე პროცესები ძალიან მაღელვებს, მესმის რომ ახლა ამას არჩევნების თემა ეჯაჭვება და საარჩევნო პროცესების ჩაშლას გამოიწვევს რეგიონში კარანტინის შემოღება და ღონისძიების გამკაცრება, მაგრამ სახელმწიფომ ადამიანების სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...