ბოლო სიახლეები

ბანკები, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილავენ – ნათია თურნავა

ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან იქ არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის. მთლიანობაში, არის მზადყოფნა, რომ თუ მიმართავენ სასტუმროები, ბანკები მზად არიან, კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...