ბოლო სიახლეები

დავით გარეჯის თემაზე ელჩ გიგი გიგიაძის განცხადებით დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები უხეშად დაირღვა – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები, როცა განცხადება ფაქტების გადამოწმებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის გარეშე გაკეთდა.

დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ მისი მხრიდან ფაქტები უნდა იყოს გადამოწმებული და მეორე – კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე, რომელსაც აქვს თავისი დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები და იხელმძღვანელებენ ამ სტანდარტებით“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...