ბოლო სიახლეები

ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდაReuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა ჟანინ ანეზმა განაცხადა.

„ჩვენ ვაცხადებთ ეროვნულ კატასტროფის მდგომარეობას გვალვისა და ხანძრის გამო. სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ და არ გვინდა, რომ ის, რაც შარშან მოხდა, განმეორდეს“ – აღნიშნა ანეზმა.

ბოლივიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 50 აქტიური კერაა და სტიქიამ წელს 600-ზე მეტი ოჯახი დააზარალა.

„ცეცხლი ძლიერდება, თუმცა ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო კრიზისთან გამკლავება რთულდება“ – განაცხადა ბოლივიის თავდაცვის მინისტრმა ფერნანდო ლოპეზმა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...