ბოლო სიახლეები

სომხეთი გორანბოის, ტერტერის, აგდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონებს ბომბავს – აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერის, აგდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონების დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ. სააგენტო „ტრენდი“ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანული მხარე საპასუხო ზომებს იღებს.

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გაავრცელა განცხადება. საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების თანახმად, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეწყდეს ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.

ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...