ბოლო სიახლეები

დონალდ ტრამპი „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და მას შეუძლია, იზოლაცია დაასრულოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმი შონ კონლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და ის აქტიურ გრაფიკს დაუბრუნდება. ამის შესახებ სიენენი წერს.

შონ კონლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თეთრი სახლის ლიდერს შეუძლია, იზოლაცია დაასრულოს.

„დღეს დილით ჩატარებული „პისიარ“ ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, ის გადამდები აღარ არის“ – წერია კონელის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...