ბოლო სიახლეები

“ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება”

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით დაიღუპა 279 პაციენტი.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება, მათ შორისაა თეირანიც, სადაც ვირუსის გავრცელების კუთხით, მძიმე მდგომარეობაა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, თერიანში საჯარო სივრცებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 513 219 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 29 349 ადამიანი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, ...