ბოლო სიახლეები

ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტაილანდის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე ანტისახელისუფლო აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. “ბიბისის” ინფორმაციით, ახალი რეგულაციებით, აკრძალულია ხუთ ადამიანზე მეტის ჯგუფურად შეკრება. ასევე ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შესაძლოა, შიში გამოიწვიოს და ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს. პოლიციამ საპროტესტო აქციების ორი ლიდერიც დააკავა. მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების ძალებმა დაშალეს.

საპროტესტო აქციები ტაილანდში ივლისში დაიწყო და ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო. გასულ უქმეებზე გამართული აქცია კი, ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. მას 20 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ქვეყანაში მონარქიის კრიტიკა მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...