ბოლო სიახლეები

სექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 184 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 182.3 ლარი იყო, სექტემბერში კი, ეს მაჩვენებელი 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 184.0 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 1.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგენს. 2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 308.6 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, სექტემბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 162.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 260.7 ლარით, სამსულიანი – 293.3 ლარით, ოთხსულიანი – 325.9 ლარი, ხუთსულიანი – 366.6 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 433.4 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...