ბოლო სიახლეები

“მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს”

მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს – ამის შესახებ აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებაში.

„დღეს საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 919 ადამიანი, ამათგან 366 მოქალაქე – თბილისში. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ინფიცირებულ მოქალაქეთა რიცხვი 42-ს აღწევდა, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, რათა სიტუაცია უმართავი არ გამხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა. მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით ზარალდებიან ისეთი პარტიები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ტელევიზიები და არ ახდენენ ამომრჩეველთა მანიპულაციას ელექტრონული მედიის საშუალებით.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეაჩეროს დაანონსებული სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყება უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია. ვაფრთხილებთ საქართველოს მთავრობას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სხვა სახელმწიფო უწყებებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და დაცვა საარჩევნო პერიოდში– აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...