ბოლო სიახლეები

დაახლოებით ორ კვირაში, საქართველო კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო, დაახლოებით ორ კვირაში, კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს. მისივე თქმით, აღნიშნული ტესტები შედეგს 15 წუთში აფიქსირებს.

„კიდევ ნახევარი მილიონი „კოვიდის“ სწრაფი ტესტია შეკვეთილი. თუ გაზაფხულზე ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა სწრაფ ტესტებს, რადგან ბევრ ცრუ დადებით და უარყოფით რეაქციებს იძლეოდა, ახლა უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე ტესტს მისცა ნებართვა გამოყენებაზე. 15 წუთში იძლევა შედეგს. ნახევარი მილიონი ტესტია მსოფლიო ბანკის საშუალებით შეკვეთილი, რომელსაც, ალბათ, ქვეყანა მომავალი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს და რომელიც ერთ-ერთი სადიფერენციაციო საშუალებაა სწრაფი გამოვლენისა. ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია. ამიტომ, იმ ტიპის საველე ჰოსპიტლების განთავსება, რომლებიც ჩინეთში ნახეთ ან კიდევ სხვა ქვეყნებში, ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა ქვეყანას, რა თქმა უნდა, ამის რესურსი აქვს“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...