ბოლო სიახლეები

თბილისში ჯოჯოხეთურად რთული მატჩი გველის – „ვარდარის“ მწვრთნელი ჩრდილომაკედონიელებს აფრთხილებს

ალექსანდრე ვასოსკიმ გამოცემა „სპორტმედიასთან“ ინტერვიუში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრები გააფრთხილა, რომ საქართველოსთან 12 ნოემბერს ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ფრთხილად ითამაშონ. ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონ „ვარდარის“ მთავარმა მწვრთნელმა სკოპიეში 14 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის (1:1) შემდეგ ილაპარაკა.

„წინა მატჩებისგან განსხვავებით, მოწინააღმდეგეზე ზეწოლა ვერ შევძელით. ამის მიზეზი კოსოვოსთან მატჩის შემდეგ დაღლილობა და ემოციური გამოფიტვა იყო. გარდა ამისა, ჩვენ ოთხი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. თუმცა, მეორე ფაქტორი საქართველოს ნაკრებია. მეტოქემ აჩვენა, რომ იოლი მეტოქე არაა, პირიქით. თბილისში ჯოჯოხეთურად რთული მატჩი გველის და ქართველები მოსაგებლად მაქსიმუმს გააკეთებენ. ჩვენ თბილისში შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება“ – ამბობს ალექსანდრე ვასოსკი.

40 წლის ალექსანდრე ვასოსკი ჩრდილოეთ მაკედონიაში ცნობილი პიროვნებაა. იყო ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და ფრანკფურტის „აინტრახტის“ მცველი. 2004 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...