ბოლო სიახლეები

მესამე სასჯელი ქეცბაიას – ქართველმა მწვრთნელმა 15 ათასი ევრო გადაიხადა

თემურ ქეცბაია ბოლოს ლიმასოლის „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციის ფაქტობრივი უგულებელყოფისთვის დასაჯეს – ინფორმაციას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი „აპოლონთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, მაგრამ ყველა შეკითხვებზე მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობდა – „ყველაფერი კარგადაა“, ანუ , ფაქტობრივად პრესკონფერენცია ჩაშალა.

ასეთი დამოკიდებულება კვიპროსის ჩემპიონატის დებულების რადენიმე პუნქტის დარღვევაა – უპირველესად კი, საფეხბურთო სამყაროსა და მედიის ურთიერთობის მიღებულ ნორმებს არღვევს. შედეგად, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თემურ ქეცბაია დაისაჯა.

მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი მესამედ დააჯარიმეს. თემურ ქეცბაიას ჯარიმის გადახდა უკვე მესამედ მოუწევს. პირველად კონკურენტ „ომონიასთან“ მატჩის შემდეგ მკვეთრი განცხადებები გააკეთა, მეორედ „აპოლონთან“ პრესკონფერენციაზე თქვა – „უკომენტაროდ“ და დარბაზი დატოვა, მესამედ კი უკვე გითხარით.

თემურ ქეცბაიას თითოეულ ამ შემთხვევაში 5 ათასი ევროს გადახდა მოუხდა, ანუ ჯამში საკუთარი ჯიბიდან 15 ათასის გადახდა მოუხდა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...