ბოლო სიახლეები

“საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას”

საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გამოწვევა გლობალურია, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველგან რეკორდულად იზრდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, როდესაც ერთად ვიკრიბებით, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე.

და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია, გავაგრძელოთ ჩვენი აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

გიორგი გახარიას თქმით, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი.

„მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხისა და სამეგრელოს, ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ ასე, წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და არ იყოს არანაირი შეფერხება ამ განვითარებაში. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...