ბოლო სიახლეები

პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. მკვლელობაში დამნაშავე პირი მოსკოვში დაბადებული 18 წლის მამაკაცია. „ფრანს24“ წერს, რომ ის ეთნიკურად ჩეჩენი იყო.

სკოლის მასწავლებელი, რომელიც პარიზთან ახლოს მოკლეს, მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

დანით შეიარაღებული მამაკაცი, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში სკოლის მასწავლებელს ქუჩაში დანით დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიცია დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...