ბოლო სიახლეები

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი განმეორებითი ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.

,,ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე, გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს. შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“ – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...