ბოლო სიახლეები

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ფოთის კიდევ ორი სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთში სწავლის ონლაინ რეჟიმზე კიდევ ორი სკოლა გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით ,მე-7 და მე-12 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდება. ასევე, ამ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...