ბოლო სიახლეები

22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 22 ოქტომბრიდან ბულგარეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, კოსტადინ ანგელოვის განცხადებით, პირბადის ტარება სოციალურ დისტანცირებასა და ხშირ დეზინფექციასთან ერთად ვირუსის გავრცელებას 30%-ით შეანელებს.

„მოველით, რომ ინფექციის მაჩვენებელი შემცირდება, თუ მოქალაქეები მკაცრად დაიცავენ ზომებს. ჩვენი მთავარი მიზანი ინფიცირებული ბულგარელების რაოდენობის შემცირებაა“ – განაცხადა ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...