ბოლო სიახლეები

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

იმ შემთხვევაში, თუ არ ექნებათ ტესტის პასუხი, მათ კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ დადგენილი წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...