ბოლო სიახლეები

მაისაია: საქართველო გეოპოლიტიკურ ხაფანგში იმყოფება

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ქვეყნისთვის საკამოდ საშიშია, რადგანაც კრემლმა წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა.

მაისაიას თქმით, რამდენიმე კვირის წინ ერდოღანისა და პუტინის შეხვედრისას, მოხდა საიდუმლო მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც, სავარაუდოდ, მათ რეგიონში გავლენის სფეროები გაინაწილეს.

ანალიტიკოსის აზრით, პუტინს კავკასიაში ერდოღანმა მოქმედების სრული თავისუფლება მისცა, ხოლო თურქეთს რუსეთმა ახლო აღმოსავლეთის ფრონტი დაუთმო, რაც სირიაში მათი სამხედრო მოქმდებებიდან უფრო ნათლად გამოჩნდა. ამიტომაც, მაისაია ფიქრობს, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ ხაფანგშია მოქცეული, სადაც საკამოდ რთული და მძიმე სიტუაციაა შექმნილი.

რამდენიმე დღეა, რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთვნები დაიწყო. როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის რა საფრთხეს შეიძლება ეს წარმოადგენდეს?

ეს არ არის გეგმური წვრთვნა, სადაც სერიოზული სამხედრო შეიარაღებაა ჩართული. ფაქტობრივად ამოქმედებულია სამხედრო ბაზები – სამი სამხრეთ კავკასიაში და ორი ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს წვრთვნები ასევე უკრაინის საზღვრებთან იმართება, რაც მოულოდნელი მანევრების ჩატარებას გულისხმობს. ეს არის პუტინის საყვარელი წვრთნები, რომლითაც ის განსაკუთრებით ამაყობს.

პირდაპირ რომ ვთქვათ, სამხედრო წვრთნაში მონაწილეობს შეიარაღების და ჯარისკაცთა ის რაოდენობა, რამდენიც 2008 წელს ცხინვალის რეგიონში შემოიჭრა. ამავე დროს, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ წვრთნაში გამოყენებულია დამრტყმელი შეიარაღება – “ინსკანდერის” სარაკეტო სისტემები. ამ შეიარაღების ამოქმედებაში მონაწილეობს 4 ბრიგადა, რაც საკამოდ სერიოზულ წვრთნას ნიშნავს.

რუსეთმა ამით უკვე ევროპასთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია, რომლის მიხედვითაც, ზალპური შეიარაღების გამოყენება იკრძალება. ამ ხელშეკრულებიდან ის უკვე 2007 წელს გამოვიდა, ხოლო 2012 წელს მის შესრულებაზე საერთოდ უარი თქვა. ამ წვრთნაში ასევე “სუ-35” ავიაგამანადგურებლებია ჩართული. ეს საფრენი აპარატი სამხედრო თავდასხმის დროს სერიოზულ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს.

 რუსეთს ასეთი მასშტაბური არაგეგმური სამხედრო წვრთნა ამ ეტაპზე რაში სჭირდება?

ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პირდაპირი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული. ძალის ასეთი დემონსტრირება ყველა დიდი სახელმწიფოს ჩვევაა. მით უმეტეს რუსეთს პრეტენზია აქვს, რომ ის მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა. ბუნებრივია, როცა ერთი თვის განმავლობაში მსგავსი სახის ფართომასშტაბიანი წვრთნები ტარდება, ეს პირდაპირ მუქარასა და ზეწოლას ნიშნავს.

მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. როგორც ჩანს, ეს რუსეთის მხრიდან ერთგვარი მზადებაა, რომელიც საქართველოში არჩევნების ჩატარებისთვის სჭირდება. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე, რეგიონის ირგვილივ განვთარებულ მოვლენებს ყურადღებას არავინ აქცევს. დღესდღეობით საქართველო გეოპოლიტიკურ ხაფანგში იმყოფება.

ამ ეტაპზე რეგიონში 1921 წლის იანვრის მსგვსი სიტუაციაა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ რუსეთმა მსგავსი მასშტაბური წვრთვნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე საქართველო რეგიონში არის ერთადერთი დაუმორჩილებელი ქვეყანა, რომელზე კონტროლის დამყარება მას ძალიან სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ თურქეთი სირიაში სამხედრო ქმედებებზე გადავიდა. როგორ ფიქრობთ, არსებულ სიტუაციას შეცვლის?

ვ თურქეთს ეს სამხედრო მოქმედებები სირიაში საკუთარი პრობლემის მოგვარებისთვის სჭირდება. სირიაში არის ქურთების გაერთიანება, რომელიც თურქეთში სეპარატისტულ კერებს აძლიერებს. თურქეთი იქ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ოპერაციას ახორციელებს. დროში საკამოდ საეჭვოდ ემთხვევა თურქეთის სამხედრო ოპერაციის წამოწყება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში და რუსეთის ფართომასშტაბური წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

როგორც ჩანს, პუტინმა და ერდოღანმა სანქტ-პეტერბურგში, გარდა იმისა, რაზეც მოილაპარკეს, დადეს საიდუმლო მემორანდუმი, რომელიც ორივე ქვეყნის კუნთების თამაშით სრულდება. ეს არის იმ სამიტის შედეგი, რომელზეც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა რეგიონში ძალთა გადანაწილებაზე მოილაპარაკა.

როგორ ფიქრობთ, მომავალში რეგიონში პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს?

არ ვიცი, რა გითხრათ, ფაქტია, რომ რეგიონში სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება. წავაწყდი ინფორმაციას, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურმა ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან შეთანხმებაზე ხელი მოაწერა. არ ვიცი, ეს ფაქტი როგორ შევაფასო, რადგანაც ამ ქვეყნის “კაგებე”, იგივე რუსეთის ფეესბეა.

ამიტომ, ამ ხალხთან რაიმე სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება, იმავე რუსეთთან ხელშეკრულებას ნიშნავს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ძალიან საეჭვოდ დათბა, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ იცის, ამ ორ ქვეყანას შორის, რა საიდუმლო ხელშეკრულება დაიდო.

 ვნახეთ, რომ ბაიდენსა და ერდოღანს შორის შეხვედრა შედგა. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ამ ქვეყნებმა ურთიერთობის დალაგება მოახერხონ?

ბაიდენმა და ერდოღანმა შეხვედრაზე მხოლოდ ტაქტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამერიკელებმა ფაქტობრივად ქურთები აიძულეს, რომ გაჩერებულიყვნენ, რათა თურქეთს მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვეცია არ დაეწყო. ამ ეტაპზე მხარეებმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს.

ბაიდენამდე თურქეთში ორი წარუმატებელი ვიზიტი იყო, ერთი ნატოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის და მეორე ამერიკის გაერთიანებული შტაბის უფროსის ვიზიტი, რომლმაც ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. ვფიქრობ, თურქეთის და ამერიკის ურთიერთობა ამ ეტაპზე ჩიხშია შესული, რადგანაც ისინი მხოლოდ ტაქტიკური დონის შეთანხმემებს აღწევენ

რუსეთმა რეგიონში შექმნილი სიტუაციით როგორ შეიძლება ისარგებლოს?

როგორც ზემოთ ვთქვი, რუსეთმა და თურქეთმა რეგიონში ძალათა გადანაწილებაზე მოილაპარაკეს, რაც უკვე გამოჩნდა. რუსეთმა სამხედრო ტაქტიკური წვრთნა საქართველოს საზღვართან დაიწყო, ხოლო თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები.

რუსეთი, როგორ ფიქრობთ, თურქეთს მისცემდა იმის საშუალებას, რომ მას ასე პირდაპირ სირიაში სამხედრო ინტერვეცია დაეწყო? რუსეთმა და თურქეთმა ფაქტია, რომ გავლენის სფეროები გადაინაწილეს. რუსეთმა ფაქტია, რომ კავკასიაში კარტ-ბლანში აიღო. რუსეთი კავკასიაში და თურქეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივობებს განახორციელებენ.

 

წყარო: resonancedaily.com

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...