ბოლო სიახლეები

“კორონავირუსია ციხეებში და მალავენ” – სავარაუდო ეპიდაფეთქება ქსნის N15 დაწესებულებაში

სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეში. ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები აცხადებენ, რომ ციხეში არსებულ მაღაზიების გამყიდველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

მათივე ინფორმაციით, ამის გამო ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს საკნებიდან გამოსვლაზე შეზღუდვებს უწესებს. ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი ლექსო კობაიძე და ამბობს, რომ ქსნის ციხიდან მას არაერთი პატიმარი დაუკავშირდა. კობაიძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია ამბავს მალავს, რის გამოც სრული პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობას ეკისრება:

ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც ყიდის იქ სხვადასხვა პროდუქციას, ასევე სხვა იქ მომუშავე პერსონალს. პირველ რიგში არის პატარიძე პასუხისმგებელი და მან უნდა აგოს პასუხი და იმანმ, ვინც ჩუმად არის და მიჩქმალვა უნდა, რომ კორონავირუსია რეალურად ციხეებში და ამას არ ავრცელებენ – ამბობს კობაიძე “მთავართან”

ქსნის ციხეში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებენ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...