ბოლო სიახლეები

ამინდის პროგნოზი ვრცლად – სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ოქტომბერს საქართველოს ზოგ ქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ქუთაისში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მიცრე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +18 გრადუსამდე მოსალოდნელია დღის ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში იწვიმებს +21 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +21 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში მზიანი ამინდი არის ნავარაუდები, +21 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით, კი +7 გრადუსი. +25 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით + 11 გრადუსი.

მესტიაში +1 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +1 გრადუსამდე დაიწევს. ასევე მზიან დღეს და +16 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +4 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში +19 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

+16 გრადუსი და ღრუბლიანი დღე არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში იწვიმებს, +16 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბაკურიანში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +20 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +17 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. გუდაურში +10 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი არის მოსალოდნელი. მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ომალოში. დღის განმავლობაში ჰაერი ტემპერატურა +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი დღე არის მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. +20 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისს კი დღეს უნალექო და მზიანი დღე ელის. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...