ბოლო სიახლეები

12 რესტორანი 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდა, 3-ის მიმართ კი საქმე აღიძრა

12 რესტორანი 10 000-10 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 რესტორნის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„თბილისში, ბათუმსა და მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ადგილების მუშაობა აიკრძალა. შესაბამისად, შრომის ინსპექციამ დაიწყო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გაკონტროლება – გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რის გამოც ობიექტები 10 000- 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დადგენილების შესაბამისად, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ასევე, დაფიქსირდა 3 ფაქტი, როცა დაჯარიმების მიუხედავად, ობიექტები მაინც მუშაობდნენ, მოვახდინეთ შს სამინისტროს ინფორმირება და სამივე ობიექტის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, ასევე, აქტიურად ხორციელდება მონიტორინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე.

„შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა თბილისში მდებარე 10 ბაზარი, ასევე, 185 საცალო და საბითუმო ობიექტი, გაიცა გაფრთხილებები რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე და ეს გაფრთხილება პირველი არ არის“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...