ბოლო სიახლეები

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გასწვრივ გრძელდება – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გასწვრივ გრძელდება. კერძოდ, დაპირისპირება მიმდინარეობს აღდამის, ფიზული-ჯებრაილისა და ზანგილანის მიმართულებებზე.

როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე, მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი. აზერბაიჯანის არმიის იერიშის გამო კი გუბადლის მიმართულებით, სომხურ მხარეს დანაკარგებია.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...