ბოლო სიახლეები

ხოჭოლავას და „შახტარის“ ბრწყინვალე გამარჯვება მადრიდში, „რეალთან“

დათა ხოჭოლავამ და დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დიდებული გამარჯვებით დაიწყეს – უკრაინის ჩემპიონმა „ბ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბუეზე“ „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია.

სამეფო კლუბისთვის შოკისმომგვრელი იყო პირველი ტაიმი, როდესაც დონეცკელებმა მასპინძელთა კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს – ანგარიში 29-ე წუთზე ტეტემ გახსნა, 4 წუთში. „რეალის“ ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 42-ე წუთზე მადრიდელებს მესამედ მანორ სოლომონმა გაუტანა.

მეორე ტაიმში მადრიდელებმა მდგომარეობა გამოასწორეს – ლუკა მოდრიჩმა 54-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო ხუთ წუთში ვინიციუსმა ანგარიში 2:3 გახადა. თითქოს, გათანაბრებისთვის მადრიდელებს ნახევარ საათზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ „შახტარს“ ვერაფერი მოუხერხეს და უკრაინელებმა 2:3 მოიგეს.

სასიხარულოა, რომ დათა ხოჭოლავა ამ შეხვედრაში დონეცკელთა გამარჯვების მონაწილე იყო – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გუნდთან ერთად წარმატება მოიპოვა.

ფოტოები: gettyimages.com

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...