ეკონომიკა

პრემიერი: რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა

აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, სრულად ამუშავების შემდეგ ის გახდება ვაჭრობის გაფართოების, ენერგორესურსებისა და მიწოდების ახალი ქსელების შექმნისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმის მონაწილეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა აღდგეს აბრეშუმის გზა, აღმოფხვრან აქტიური ინტეგრაციის წინ მდგარი დაბრკოლებები და წვლილი შეიტანონ საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.

“აბრეშუმის გზის ქვეყნები გამოირჩევიან დინამიკურობით. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური მიღწევებისა, ჩვენი პოტენციალის სრულად ამოქმედება მოითხოვს რეგიონალურ თანამშრომლობას. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავს უყრის სახელმწიფოების, ბიზნესების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ის უზრუნველყოფს სივრცეს ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების წინსვლისთვის, განამტკიცებს არსებულ და ქმნის ახალ კავშირებს. ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი, რისთვისაც წამოვაყენებთ ახალ ინიციატივებსა და იდეებს კონკურენციის წასახალისებლად და ამავე დროს, რა თქმა უნდა, თავს ავარიდებთ კონფლიქტს”,

– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ფორუმის თანაორგანიზატორობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას და მიესალმა მაღალი რანგის სტუმრებს, რომლებც თბილისს სპეციალურად აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით ესტუმრნენ.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]