ბოლო სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილმა პირმა ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ მოახერხოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ძებნილმა პირმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო დანაყოფის ძალების მიერ, რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა არ დავუშვათ დამნაშავის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა“ – განაცხადა ლატიპოვმა.

მისი თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00 საათიდან 07:00 საათამდე დაკეტილია და მის გადაკვეთას დროის ამ მონაკვეთში ვერავინ შეძლებს.

იმავე შინაარსის განცხადებას აკეთებს ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილიაც. მისი თქმით, ეჭვმიტანილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...