ბოლო სიახლეები

„ევრო 2020“-ზე საქართველო თუ გავა, კვარაცხელიას ფასი 25 მილიონი ევრო გახდება”

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თუ მოხვდება, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 25 მილიონამდე მაინც გაიზრდება“, – ეს საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ღურწკაიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში განაცხადა.

ცნობილმა საფეხბურთო მენეჯერმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელის პერსექტივებზე საინტერსო მოსაზრება გამოხატა.

„ლეონის სლუცკი („რუბინის“ მთავარი მწვრთნელი) ამბობს, რომ ახლა ხვიჩა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30-40 პროცენტს აჩვენებს. გუნდში კიდევ ხუთ გოლს თუ გაიტანს, ან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, მისი ფასი გაიზრდება. ხვიჩა 19 წლისაა. დიდი ალბათობით, მისი ღირებულება 30 მილიონი ევრო იქნება. თუ საქართველო „ევრო 2020“-ზე მოხვდება, ხვიჩა ზამთარში ან ზაფხულში მინიმუმ 25 მილიონი ევრო ეღირება. ის არის თავისი გუნდის და ეროვნული გუნდის ლიდერი. თანაც ასეთ ასაკში” – აცხადებს ღურწკაია.

ცნობილმა მენეჯერმა ამბავიც გაამხილა – ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს, ყაზანის „რუბინმა“ ფეხბურთელის 18 მილიონ ევროდ გაყიდვა არ ისურვა.

„ზაფხულში იყო 18 მილიონევროიანი წინადადება, რომელზეც გუნდის პრეზიდენტმა რუსტემ საიმანოვმა უარი თქვა. მე 15 მილიონს ვთავაზობდი დიდი, კარგი კლუბისგან, არა რუსულისგან. მან თქვა, რომ ჩვენ კვარაცხელიას არ ვყიდითო. ჯერჯერობით, ზამთრის შესვენებამდე, ჩვენ არც კი განვიხილავთ შეთავაზებებს. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მათ ფული არ სჭირდებათ, უბრალოდ არ უნდათ, რომ ამ წუთში ფულის ცდუნებას აჰყვნენ“ – ამტკიცებს ღურწკაია.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...