ბოლო სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ​უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 6 106 პაციენტი.

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა. ამასთან, რეგიონის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურალობას გადის 641 პაციენტი, 80 ინფიცირებულის მდგომარეობა არის მძიმე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 12 პაციენტი იმყოფება, კოვიდსასტუმროებში – 1 110 ინფიცირებული რჩება.

აჭარაში ბინაზე 2 205-ზე მეტი პაციენტი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. 1 052 პირი იმყოფება აჭარაში თვითიზოლაციაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...