ბოლო სიახლეები

ქართველების გუნდზე ყველა სახის ბრალდება მოხსნილია – „ანორთოსისს“ და ლორიას თამაში არ გაუყიდიათ

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტის საბოლოო დასკვნა ცნობილია ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრაზე „ანორთოსისისა“ და „აპოლონს“ შორის. გუნდებიდან ყველა სახის ბრალდება მოხსნილია – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „tothemaonline“ ავრცელებს.

„სპორტის ეთიკის დაცვის კომიტეტმა „ანორთოსისსა“ და „აპოლონს“ აცნობა, რომ ყველა ჩვენების და დასკვნის თანახმად, ამ ორი გუნდის მატჩის დროს საეჭვო არაფერი მომხდარა და მატჩი, რომელიც ლიმასოლის „აპოლონმა“ გასვლაზე 1:3 მოიგო, სპორტული სულისკვეთების სრული დაცვით ჩატარდა“ – წერს კვიპროსული გამოცემა.

მოკლედ, თემურ ქეცბაიას გუნდი და საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია საბოლოოდ გამართლდნენ. არადა, იყო ვარაუდი, რომ მათ თამაშის გაყიდეს. ეს ყველაფერი ლორიას საქციელს მოჰყვა – „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ მატჩის (სტუმრებმა 3:1 მოიგეს) 37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტისას გიორგი ცდილობდა, დარტყმის მიმართულების მითითებით „აპოლონის“ თავდამსხმელი ჩარლისონ ბენშოპი დაებნია, მაგრამ ამ მიმიკამ ეჭვები გამოიწვია.

საქმის მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა, მაშინვე ითქვა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით უეფადან რაპორტი არ ყოფილა და არც ფსონების ეროვნული სააგენტოდან იყო ცნობა ფსონების გაზრდის შესახებ.

ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კი ამ საკითხზე დასმული კითხვა მატჩის შემდეგ იმდენად შეურაცხმყოფელად ჩათვალა, რომ კომენტარიც არ ისურვა – სწორედ ამის შემდეგ გამძაფრდა მისი და მედიის ურთიერთობა, რის გამოც სამჯერ უკვე დასაჯეს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...