ბოლო სიახლეები

კანადის პრემიერი ქვეყანაში „რთულ ზამთარს“ პროგნოზირებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ქვეყანაში „რთულ ზამთარს“ პროგნოზირებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში კანადაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2 674 ახალი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი, 10 ათასს გადააჭარბა, რასაც ქვეყნის პრემიერმა ეროვნული ტრაგედია უწოდა.

„ეს არის საშინელი ეროვნული ტრაგედია. ოჯახებმა დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ისინი განადგურდნენ ამ ტრაგედიით და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფრო მეტი ტრაგედია გველოდება“ – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...