ბოლო სიახლეები

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამონგრეული 17 შენობიდან რვაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ცხრაში მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.

6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ეგეოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა. მიწისძვრას 19 ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 3.3-დან 4.8 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...