ბოლო სიახლეები

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. ქვეყნის მაშტაბით ორი ათასი, ფარგლებს გარეთ კი 139 საარჩევნო უბანია გახსნილი.

პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. საერთაშორისო მედიის შეფასებით, არჩევნებში ძირითადი ოპონენტები მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუა არიან.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს 1900 ადგილობრივი და 309 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

მოლდოვის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტს მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...