ბოლო სიახლეები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 532 თბილისში, 369 აჭარაში, 392 კი იმერეთში დაფიქსირდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 532, აჭარაში – 369, იმერეთში კი 392 დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„ქვემო ქართლში გამოვლინდა – 86, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 56, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21“ – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262.

4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 046, აჭარაში – 696.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...