ბოლო სიახლეები

ტალებ რიფაი: საქართველოს ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს

„საქართველო ესაა ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს”, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ, ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონგრესის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ყველაზე ცოცხალი ერია, რომელსაც მდიდარი კულტურა და ტრადიციები გააჩნია.

ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, პირველრიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე ლამაზ ქვეყანაში მსოფლიოში და მეზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. საქართველო ძალიან ლამაზია არა მხოლოდთავისი ბუნებით, მთებით, მისი 8ათასწლიანი ღვინის ისტორიით და ულამაზესი ხალხით,არამედ, ის ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე ცოცხალი ერია მსოფლიოში. ულამაზესიქართული ტრადიციული სიმღერა, რომელიც გვაჯადოებს ყველას. ღვინო არის ცხოვრებისგანსახიერება. ის არის სიმბოლო იმ ყველაფრისა, რაც გვაძლევს უფლებას, რომ სიამოვნებამივიღოთ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსგან. 8 ათასი წლის წინ ეს დაიწყო სწორედ აქ,სწორედ საქართველოში. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ მათ შეეძლოთ,საუკეთესო სასმელი ეწარმოებინათ, საუკეთესო პროდუქტი ყურძნისგან, რომელიცათასობით წლები შენარჩუნდებოდა. ერთი წუთით დაფიქრდით, ჩვენ ამას ვიღებთ,როგორც ნორმას, თუმცა, მათ ეს აქ დაიწყეს, სწორედ საქართველოში იფიქრეს. მათ ეს აქგანავითარეს და შემდეგ მთელმა სამყარომ ასევე დაიწყო ამის გაზიარება და ალბათუზენაესია ის, რომ სწორედ საქართველოში ვატარებთ ღვინის ტურიზმის პირველკონფერენციას, იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას საქართველოში მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 250 დელეგატი ესწრება.

ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას დღეს ყვარელი, ხვალ კი „შატო მუხრანი” უმასპინძლებს.

 

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...