ბოლო სიახლეები

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მთხოვნელის როლში სულაც არ არის, ჩვენ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ

8 ოქტომბერს ქართველები ახალ პარლამენტს ირჩევენ, იქამდე კი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე ევროპიდან მცირე სიგნალს ველით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ჯანელიძე აღნიშნავს, ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად საქართველომ ბოლო წლებში ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო.

”ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ… 8 ოქტომბერს ქართველები ახალ პარლამენტს ირჩევენ, იქამდე კი ევროპიდან მცირე სიგნალს ველით, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ“, – აცხადებს ჯანელიძე.

ინტერვიუს დასაწყისში Bild-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირისადმი სწრაფვა არ შეუნელებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 1/5 ოკუპირებული აქვს და ინტერესდება, ხომ არ მიივიწყა ევროპამ ეს კონფლიქტი.

ჟურნალისტის კითხვაზე მიხეილ ჯანელიძე პასუხობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც თვალშისაცემია.

„ევროპამ იცის, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის და მომავალშიც ასე იქნება. მაგრამ ჩვენ ისიც გვესმის, რომ აქტუალურ სიტუაციაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება მოხდეს და ამ კუთხით გერმანიის მხრიდან ყველა სახის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, – აღნიშნავს მინისტრი.

ჟურნალისტი ასევე ინტერესდება, როგორ აფასებს მინისტრი იმ ფაქტს, რომ ქართული მხარის მოთხოვნას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების შესახებ, როგორც ევროკავშირში, ისე გერმანიაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ამაზე მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, რომ საქართველო მთხოვნელის როლში სულაც არ არის, რადგან არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მყარი შეთანხმებები და საქართველომ აქამდე ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ. უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებულადაც. ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად საქართველომ ბოლო წლებში ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო – როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ძალისხმევის შედეგად ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ველოდებით სიგნალს ევროპიდან: დიახ, თქვენ ევროპას ეკუთვნით. ეს ეხება ასევე ვიზალიბერალიზაციის თემას. 8 ოქტომბერს ქართველები ახალ პარლამენტს ირჩევენ, იქამდე კი ევროპიდან მცირე სიგნალს ველით, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას მიიღებენ“, – აცხადებს ჯანელიძე.

Bild-თან ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხოების სფეროში გერმანია-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზეც საუბრობს და გერმანიაში ქართველი კრიმინალების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს.

„ეს ბრალდება გამუდმებით გვესმის და უსამართლოა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის გერმანელების შეშფოთება. საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ გერმანულ სტრუქტურებთან, როგორც ფედერალური კრიმინალური სამსახურის დონეზე, ასევე ფედერალურ მიწებთან. სრულიად ნათელია: არც ერთ დანაშაულს არ აქვს გამართლება. აქვე ისიც ნათელია, რომ კრიმინალები მსოფლიოში ყველგან არსებობენ და კრიმინალი ვიზალიბერალიზაციაზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა ჯანელიძემ.

გამოცემა Bild-თან ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 1-ელ სექტემბერს შედგა.

 

წყარო: IPN

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...