ბოლო სიახლეები

დასდო თუ არა ბრალი ნიკა გვარამიამ ივანიშვილს ბენდუქიძის მკვლელობაში?! – არჩილ გამზარდია

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სადაც საუბარი იყო პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ და ვინ ვისთან მიდიოდა და ვინ იყო ივანიშვილის კაცი. ამავდროულად ნიკა გვარამიამ განაცხადა: ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და არც წარმოადგენდა და ახლა კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად თუ უნდა მთავრობაში ყოფნა ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც არასოდეს შევხედავ.” ამ განცხადებით ნიკა გვარამიამ სავარაუდოდ ივანიშვილს ბენდუქიძის მკვლელობაში დასდო ბრალი.

ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE) არჩილ გამზარდიაესაუბრა ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გვარამიას მხირად ხდებოდეს ზეწოლა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებზე:

გთავაზობთ ინტერვიუს:

როგორ ფიქრობთ რისი თქმა უნდოდა გვარამიას ბურჭულაძისთვის?

ჩემი აზრით გვარამიას რისი თქმაც უნდოდა თქვა კიდეც. ეს საუბარი უფრო გვარამიას მოდიფიცირებულია ჩაწერითაც და გავრცელებითაც. რამოდენიმე ადგილზე თავისი „პასაჟი“ წამოწია, აი მაგალითად წამოწია თემა პოლიტპატიმრებზე, „გირჩების“ „ოცნებასთან“ გაერთიანებაზე და სხვა. შესაძლებელია ამ საუბრით „გირჩების“ დისტანცირება ხდებოდეს ნაციონალური მოძრაობიდან. ძირითადად შესაძლებელია ამ საქციელით ისინი ცდილობენ ამ ხალხის ბურჭულაძის გუნდიდან მორიდებას.

დასდო თუ არა ბრალი ამ განცხადებით ნიკა გვარამიამ ივანიშვილს ბენდუქიძის მკვლელობაში?

რამდენადაც ეს არის პირადი საუბარი თავისთავად გავრცელება არ შეიძლებოდა. ბრალდება, როგორც ასეთი უნდა იყოს უფრო საჯაროდ გამოხატული. პირად საუბრებში მე ვისზე რას ვფიქრობ ამაზე ბრალის დადება სავარაუდოა. უფრო საჯაროდ, რომ ეთქვა ეს ყოველივე უკვე ბრალდება იქნებოდა. თუ გვარამიას დაუსვამენ ზემოთ აღნიშნულ შეკითხვას და თუ ის დააზუსტებს და არ უარყოფს, რომ ივანიშვილი ბენდუქიძის მკვლელია, უკვე შეიძლება ბრალდებად იქნას განხილული და ეს საქმე გადაეცემა შესაბამის უწყებებს.

ხდება თუ არა რუსთავი2-ის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ?

შესაძლებელია ნამდვილად ხდებოდეს ზეწოლა პოლიტიკოსების მიმართ იმიტომ, რომ ის გარკვეული შანტაჟის ქვეშ ამყოფებს ცალკეული პარტიის ლიდერებს და ტელევიზიის დირექტორს ამისი უფლებამოსილება არ გააჩნია.

რუსული მედია გვარამია-ბურჭულაძეს შორის სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...