ბოლო სიახლეები

„ივანიშვილის კრიტიკა მწვავედ აღიქმება, რადგან მას ძალიან დიდი ნდობა აქვს“

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 18 დღეა დარჩენილი, მმართველი გუნდი კი, პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. „ოცნებას“ დოკუმენტის ტექსტი ჯერჯერობით არ წარუდგენია, „ნაციონალური მოძრაობა“კი, მემორანდუმის ხელმოწერისგან თავს იკავებს.

წინასაარჩევნო გარემოზე, for.ge პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეესაუბრა:

პარლამენტმათავისუფალი დემოკრატებისმიერ მომზადებული ქცევის კოდექსი ჯერკიდევ ზაფხულში მიიღო, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესებია განსაზღვრული. ამჯერად, „ქართულიოცნებაოპონენტებს ისევ მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. რატომ, თქვენი დოკუმენტით რა იცვლება?

– ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნები თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი ძალადობის, დაძაბულობისა და ექსცესების გარეშე ჩატარდეს. ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეულია და ამას როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები და დამკვირვებლები აღიარებენ. ამ პროცესში დაახლოებით 400-მდე დამკვირვებელია ჩართული და ყველა აღიარებს, რომ ნამდვილად ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. დარღვევები თითზე ჩამოსათვლელია და მას სისტემური ხასიათი არ აქვს. ყველა დარღვევაზე სწრაფი რეაგირება ხდება, რომელიც ეხება უწყებათაშორის კომისიას, პოლიციას თუ სხვა ნებისმიერ უწყებას. მიუხედავადა იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ხანგძლივია და გრძელია, მოვახერხეთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდად წარიმართოს, რაც ხელისუფლების ძალისხმევისა და შრომის შედეგია.

თავიდან დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი ვერ ავიცილეთ და ჩვენი მიზანია, რომ ასეთი ტიპის მემორანდუმით პასუხისმგებლობის ხაზგასმა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებზეც მოხდეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა მათზეც ნაწილდება, როდესაც მათი მხრიდან ადგილი რაღაც პროვოკაციას აქვს.

თქვენს მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. შესაბამისად, მშვიდობის უზრუნველყოფაპოლიტიკური პარტიების სურვილზეა დამოკიდებული?

– როცა ოპონენტების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მათზეც არის. პარტიებმა თავის მხარდამჭერებსა და წევრებს უნდა მოუწოდონ, რომ მათი მხრიდან ძალადობა გამოირიცხოს. თუკი ამ ძალისხმევას არ გამოვიჩენთ, მაშინ უფრო მეტი აქტიურობა პოლიციამ უნდა გამოიჩინოს. იმ აზრისგან შორს ვართ, რომ ამ კამპანიაში ჩართული პოლიციელები იყვნენ, რაც დაუშვებელია და ეს არ გვინდა. პოლიციას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და პრევენციის მიზნით, ახალი წესიც იქნა შემუშავებული. ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ როგორც 8 ოქტომბერი, ასევე 9 ოქტომბერი მშვიდობიანი იყოს. ძალიან ადვილია, რაღაც დააშავო, პროვოკაცია მოაწყო და შემდეგ ხელი ხელისუფლებისკენ გაიშვირო.

თუმცა, თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების მშივიდობიან რეჟიმში ჩატარების პოლიტიკური ნებაარ გაანია?

– ეს სუფთა სპეკულაციაა, რადგან „სამართლიანი არჩევნების“ მესამე ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც დარღვევებს ათამდეც კი ვერ დაითვლით. ეპიზოდური, ძალიან სპონტალური დარღვევებია და ისიც თითზე ჩამოსათვლელი. 2012 წელი გაიხსენეთ, როცა ადამიანების დევნა, ძალადობა, ცემა, შანტაჟი, სამსახურებიდან დათხოვნა და ქონების ჩამორთმევა, უსაფუძვლო ჯარიმები მასობრივი იყო. როგორ შეიძლება, ეს არ დაინახო? ამ ყველაფერს ყველა ჩვენი მეგობარი ხედავს, ესენი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პარტნიორები. NDI-ს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ახლა იმდენად მშვიდი გარემოა, რომ მისი 2012 წელთან შედარებაც კი არ შემიძლიაო. ამის დანახვა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ ორგანიზაციებს არ სურთ.

ქვეყანა არ არსებობს, სადაც არჩევნების დროს დარღვევა არ ხდება. ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, რაღაც დარღვევები ხდება.

ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარებაზე აპელირებს, თუმცა, თქვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმაგანცხადება მოსალოდნელ პროვოკაციებსა და არეულობებზე გააკეთა. შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით,კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ თუ ამ შინაარსის განცხადებებს პრევენციის მიზნით აკეთებთ?

– არაფერს არ ვიგონებთ და ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს. მით უმეტეს, როცა განცხადებას შს მინისტრი აკეთებს, ე.ი. მას ინფორმაცია აქვს. მეორე მხრივ, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებებს შეისწავლით, ნახავთ, რომ მისი მოწოდებებია – ბიუჯეტი ჩამოიშლება, ამ ხელისუფლებას ბევრი აღარ აქვს დარჩენილი, ივანიშვილი დაემხობა, ასეულობით მსხვერპლი იქნება და კრიმინალები გაბატონდებიან. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ფარული ჩანაწერებიც გავრცელდა, სადაც გაბუნიას დავალებებს აძლევს, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო და მას ყველა იმ ძალადობის დაგეგმვა და შესრულება ხელეწიფებოდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სახეზე იყო.

პოლიტიკოსებს ეს ჩანაწერები, ასევე მათი მძიმე და მავნე წარსული იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვისაუბროთ. სააკაშვილი ამბობს, რომ არეულობა უნდა იყოს და კარგია თუ ვინმე დაიღუპება. როგორც ჩანს, ესენი ამ პროვოკაციების დაგეგმვას ხილულად ახდენდნენ.

ქალბატონო მანანა, ყოფილმა შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ განცხადება საბურავების დაწვაზეც გააკეთა და მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის ფარულ ჩანაწერებზე სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა,ამას რა მოჰყვა? თუკი მოსალოდნელია, არეულობა, ამაზე სამართალდამცავები რეაგირებას რატომ არ ახდენენ?

– სიმართლე გითხრათ, საბურავების ამბავზე ვერაფერს გეტყვით. გამოძიება რა ეტაპზეა და მათ რა სტრატეგია აქვთ, ამის თაობაზე პასუხი შსს-ს, მთავარ პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ, ვისაც ასეთი ტიპის დანაშაულის აღკვეთა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ევალება. მეორე მხრივ, სააკაშვილისთვის, გვარამიასთვის და ნაციონალებისთვის წინასაარჩევნოდ მათი პასუხისგებაში მიცემა ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა. ეს მათთვის კიდევ ერთი, რაღაც საფუძვლის მიცემა იქნებოდა, რომ ქვეყანა დააზიანონ და თავი „პოლიტპატიმრის“ მდგომარეობაში ჩაიყენონ. შეიძლება, მათ თვითდაპატიმრების სურვილიც ჰქონდეთ. შესაძლოა, პროვიკაციაზეც კი წავიდნენ იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ამას პოლიტიკური ელფერი შესძინონ და თქვან, ეს პოლიტიკურიაო.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე გავლა უწევს?

– დიახ. ხელისუფლებაზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როცა ასეთი ხანგძლივი საარჩვენო პერიოდია, ოპოზიციის ნებისმიერი შეზღუდვა წყალს მათ წისქვილზე დაასხამს და ისინი ამას გამოიყენებენ – აი, პოლიტიკური დევნის ქვეშ ვართო. გასულ წლებში ჩადენილი არაერთი უკანონობის გამო, 100-მდე ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. მათ შორის არიან: მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა. საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს მათ მიმართ კითხვის ნიშანი არ აქვს და ეს ხალხი სასჯელს დანაშაულისთვის იხდის. თუმცა, ნაციონალებსა და მათ მხარდამჭერებს იმის „სინდისი“ ჰყოფნით, რომ ამ ხალხს პოლიტპატიმრებს ეძახიან. არჩევნების წინ, რაღაც სისხლის სამართლებრივი პროცედურები რომ წამოიწყონ, ეს ქვეყანას დააზიანებს. საჭიროა მობილიზება და პრევენციული ღონისძიებების გატარება, თუკი მათ საკუთარ ტვინებში ასეთი რაღაც მოიფიქრეს. ფიქრისთვის ადამიანს ვერ დავსჯით, სახეზე უნდა იყოს დანაშაულის მომზადება და ამის ფაქტები.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებით ხელმძღვანელობთ, მაგრამ გამორიცხავთ, რომ ეს მისი ისეთივეტრიუკიიყოს, როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციონალებს აქციებიგაემართათ?

– ჩვენ ვისზე ვსაუბრობთ? – „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მათი ხელწერა ძალადობა, დამხობა და ხელისუფლებაში ძალით მოსვლაა. ამიტონ, ზღვარი უნდა გავავლოთ, ვისზე ვსაუბრობთ. ეს ის ხალხია, ვინც ხელისუფლებას სისტემური დანაშაულით, ღირსების აყრით, ადამიანების მკვლელობებითა და ძალადობით ინარჩუნებდა. 2007 წლის შემდეგ წარმოგვედგინა, რომ პოსტიდან გადაყენებული სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლას გაბედავდა? – მათგან გამორიცხული არაფერია. მსგავს რამეს შალვა ნათელაშვილზე ან სხვებზე რატომ არ ვსაუბრობთ? – ისინი ასეთი ქმედებებისკენ მიდრეკილი არ ყოფილან, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, რას იზამდნენ, არ ვიცით.

რაც შეეხებარესპუბლიკურ პარტიასადა ბიძინა ივანიშვილს არსებულ დაპირისპირებას, არ ფიქრობთ, რომ ამ კონფლიქტითისევ თქვენს თავს აზიანებთ?

– როგორც ჩანს, პოლიტიკური ცხოვრება ასეთია და ზოგჯერ მომენტი დგება, როცა რაღაცის თქმა გიწევს. თუმცა, კერძო საუბრების საჯაროდ გამოტანა სწორი არ არის. კარგი არ არის, როცა გუნდში ხარ, პასუხისმგებლობას იზიარებ და როცა გუნდიდან გადიხარ, გუნდს ურტყამ და ამბობ, რომ თურმე, ყოფილი თანაგუნდელები ცუდები იყვნენ და თუ რაიმე ვერ გაკეთდა, მათი ბრალია, ხოლო რაც კარგი იყო, შენი დამსახურებაა.

თუმცა, იგივეს ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს, რომელიც კულუარულ ამბებს საჯაროდ ყვება? ასევე, მან დავით უსუფაშვილიგააკრიტიკა და თქვა, რომ სპიკერს საკონსტიტუციო კომისიაში თითითითზე არ დაუდია. ამ კომისიაში ერთერთი ჯგუფისწევრი თქვენც იყავით

– ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, რომელმაც ბევრი იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ კვორუმი ერთხელ გვქონდა, ვიკრიბებოდით და ვმუშაობდით. ეს ყველაფერი ვინ დაიწყო და საიდან წამოვიდა, მაშინ ამას უნდა გავყვეთ. ეს პასუხის-პასუხი იყო თუ არა, არ ვიცი. ის პერიოდი მახსოვს, როცა საზოგადოების ნაწილი ბატონ ბიძინას იმის გამო საყვედურობდა, რომ „ოცნებაში“ რესპუბლიკელები მიიწვია და ეს ბევრს არ მოსწონდა. სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი იყო, საზოგადოების ამ ნაწილისთვის რესპუბლიკელების კოალიციაში ყოფნა მისაღები გახდა. ეს რესპუბლიკელების სიყვარულით თუ პატივისცემით კი არ იყო, არამედ ივანიშვილის ნდობით და მისადმი კეთილგანწყობით. ახლა, როცა ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებას ვისმენთ, რომ იცით რა, ის ძველი ხელისუფლება დააბრუნონ და ჩვენც მოვერევითო, ეს უკვე ყველანაირ საზღვარს სცდება. ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე ვერ მოერივნენ. ეს ყველაფერი ზუსტად ივანიშვილის დამსახურება იყო და ასეთ ზღვრამდე აღარ უნდა მიხვიდე.

ვის აბრუნებენ, ძალადობრივ რეჟიმს და საზოგადოებას მოუწოდებენ, ამით კმაყოფილი იყვნენ? ივანიშვილის კრიტიკა მწვავედ აღიქმება იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი ნდობა აქვს იმ დამსახურებებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე აქვს. მისი კრიტიკა მათ რეიტინგზე სერიოზულად მოქმედებს და შემდეგ თავდაცვის ინსტიქტიდან გამომდინარე, ასეთი განცხადებებიც კეთდება.

ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერმინისტრის პოსტი შესთავაზა?

– ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგრამ არავითარი საფუძველი არ მაქვს, ბატონ ბიძინას არ ვენდო. ამას რომ ვამბობ, ეს რესპუბლიკელებს არ გაუკვირდებათ. პოლიტიკასთან შემხებლობა არ მქონდა, მაგრამ „ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორისა და ნდობის გათვალისწინებით მივედი და არა იმის გამო, რომ იქ რომელიმე პარტია იყო. მაშინ, იმ პარტიაში მივიდოდი. ისინი იტყვიან, რომ მოსულიყო, ჩვენ რაში გვჭირდებოდაო? – მათი შესაძლო პასუხიც ვიცი.

წყარო: for.ge

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...